ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე ჯგუფის წევრებთან ერთად მოხდა ონლაინ პეტიციის რეგისტრაცია, რათა ხელი შევუწყოთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის დანერგვას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთარი და საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობა. თანადაფინანსების პრინციპით განხორციელებული პროექტებითა და ღონისძიებებით მუნიციპალიტეტი დაეხმარება მოსახლეობას საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაში და ამასთანავე შეიქმნება ხელსაყრელი პირობები სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის, სოციალური, საგანმანათლებლო და  სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოჯახში ძალადობის პრობლემაზე, მსხვერპლის დახმარებასა და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა ფონდი სოხუმის მონიტორინგის ბოლოს ანგარიშზე „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის  შეფასება“.

მოწვეულმა იურისტმა გააკეთა პრეზენტაცია რეფერირების დოკუმენტის პროექტზე, ყურადღება გაამახვილა რეფერირების გზებზე და უწყებებს შორის თანამშრომლობაზე,  რაც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მორიგ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, ასევე დევნილთა დასახლება „კოტეჯების“ მცხოვრებლებმა.

დღის წესრიგის თანახმად, ისაუბრეს გამოვლენილ პრობლემებზე, რომლებიც ეხება სანიაღვრე არხების მოწესრიგებას, სპორტული მოედნის მოწყობას, სახურავის პრობლემას ნიკეას დასახლებაში, „ამხანაგობის“ ჩამოყალიბების აუცილებლობას ჭომის დასახლებაში..

ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს ლობისტის მოძიება, რათა დაჩქარდეს იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც აწუხებთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებთ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სექტემბერში ონლაინ ჩატარდა 4 მუნიციპალიტეტის (თერჯოლა, ვანი, ქობულეთი, ჩოხატაური) ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრების შეხვედრები. მონაწილეები გაეცნენ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ (გამოსცა ქალთა ევროპულმა ქსელმა WAVE).

ჯგუფების წევრებმა ინტერესით მოისმინეს ისტორიები იმის შესახებ, როგორ მუშაობენ ქალთა ორგანიზაციები ბოსნია-ჰერცოგოვინაში, უკრაინაში, სომხეთში, საქართველოში. განსაკუთრებით მოეწონათ ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებული გამოცდილების აღიარება, რაც გზამკვლევშია ასახული.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები კვლავ შეიკრიბნენ სექტემბრის თვეში საკუთარი პრობლემების იდენტიფიცირებისა და ადვოკატირებისთვის. შეხვედრაზე განიხილეს წარმატებული ქეისები და აღნიშნეს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს  მუშაობის პროცესში მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკული საქმიანობის დროს.

შეხვედრაზე ისაუბრეს დევნილთა დასახლების პრიორიტეტულ პრობლემებზე. წარმოჩინდა ახალი საკითხები: დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის შექმნა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით „მწოლიარე პოლიციელის“ მოწყობა. გაიწერა სამოქმედო გეგმა პრობლემების დროულად მოგვარებისთვის. ეფექტიანი ადვოკატირებისათვის ოქტომბერში დაიგეგმა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეხვედრა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხობის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ჩატარდა კვლევა და დაიბეჭდა ანგარიში „ქალებისა და ახალგაზრდების ადამიანური უსაფრთოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“.

კვლევა ეყრდნობა კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერზე ორიენტირებულ სისტემას (GREWS). თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდით ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა მოსახლეობის მოწყვლადობის  მაღალი ხარისხი ადამიანის უსაფრთხოების სხვადასხვა კატეგორიასთან მიმართებაში.

მწვავედ დგას ეკონომიკური, სოციალური, ინფრასტრუქტურული პრობლემები. გამოვლინდა სახელმწიფო თუ ადგილობრივი პროგრამების შედგენის დროს მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის საჭიროების ასახვას ადგილობრივ ბიუჯეტში და პრობლემების გადაჭრას. კვლევაში გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ წარმოდგენილია რეკომენდაციებიც.

გადმოწერა

ადვოკატირების აქტიური პროცესი

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მონაწილეებთან ერთად განხილული იყო სიტუაცია შერჩეული პრობლემების ადვოკატირების მხრივ. ჯგუფის ლიდერმა მერიაში წარდგენილი წერილები გააცნო მონაწილეებს და ოპერატიულად მიღებული პასუხებიც წაიკითხა. აქტიურად მიმდინარეობს პროცესი, თუმცა არის საკითხები, რომლებიც დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

27 აგვისტოს ახალგაზრდების ჯგუფთან ონლაინ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, ხოლო ზუგდიდში 5 სექტემბრის შეხვედრის მონაწილეები ქალები იყვნენ.

შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ ევროპული ქსელის WAVE-ის მიერ შემუშავებულ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ - https://wave-network. org/wp.../uploads/Toolkit-Georgian.pdf.

მათ მიიღეს ინფორმაცია გზამკვლევში წარმოდგენილ ქვეყნებსა და ქალთა ორგანიზაციების მუშაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებულ პრაქტიკაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პუბლიკაციაში. 

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ფონდი „სოხუმი“ ძალიან საჭირო საქმეს აკეთებს ახალგაზრდების და ქალების გაძლიერების კუთხით და კარგია, რომ ამას საერთაშორისო აღიარება მიეცა.

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის

 სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

ონლაინ ფორმატში ორი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდებთან და ქალებთან (26 აგვისტოს - ახალგაზრდულ ჯგუფთან; 29 აგვისტოს - ქალთა ჯგუფთან). სულ  ესწრებოდა 40 მონაწილე.

შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ პუბლიკაციას „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“, რომელიც გამოსცა ქსელმა WAVE-მა.

შეხვედრებზე გავრცელდა ინფორმაცია გზამკვლევში წარმოდგენილი ქალთა ორგანიზაციების მუშაობის პერსპექტიულ პრაქტიკებზე, მათ მიერ გამოყენებულ სტრატეგიებზე ომის და ომის შემდგომ პერიოდში. მთავარი აქცენტი გაკეთდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებულ პრაქტიკაზე, რომელიც გზამკვლევში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 

დამსწრე საზოგადოებისთვის ეს სიახლე საინტერესო აღმოჩნდა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სასიხარულოა ფონდი „სოხუმის“ საერთაშორისო აღიარება, რადგანაც ორგანიზაცია დიდ და სასარგებლო მუშაობას ეწევა საზოგადოებაში.

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები