საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდებიან ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები. საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა ქობულეთის, ზუგდიდის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრების მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ძალადობის პრობლემაზე, მსხვერპლთა დახმარების და მხარდაჭერის კუთხით არსებულ პროგრამებზე. მათ ასევე აქცენტი გააკეთეს თემში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. მობილიზატორებმა ჩაინიშნეს საკითხები,  რომელთა ადვოკატირებასაც დაიწყებენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი პარტნიორები არიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური  ჰაბი - ფონდი „აფხაზინტერკონტი“ და  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს-ცენტრი. მეწარმე ქალთა ფონდი შეხვდა ამ ორგანიზაციებს და შესასრულებელ სამუშაობზე ისაუბრა.

ორგანიზაციებმა უნდა ჩაატარონ ანკეტირება, ჩაღრმავებული ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები - მიღებული მასალებით მოხდება მოსახლეობის საჭიროებების შეფასება.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ახლახან დაფინანსებული მცირე პროექტების განხორციელების გეგმა-გრაფიკი.

პროექტს „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ახორციელებს ფონდი „სოხუმი“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით. 

რა სირთულეები ახლდა გამოკითხვის პროცესს, რა გამოცდილება მიიღეს და რამდენად კმაყოფილი არიან მიღებული შედეგებით - სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე ამ უკუკავშირით მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები გაუზიარეს:

- არ მქონდა არანაირი გამოცდილება, პირველად ჩავერთე გამოკითხვის პროცესში და მივიღე საოცარი პრაქტიკა, სხვანაირად შევხედე იმ პრობლემებს, რომლებიც ქალებს აწუხებთ.

- სირთულეები ახლავს ფოკუს-ჯგუფის ჩატარებას. ჯგუფის მართვა, ფასილიტაცია არ ყოფილა ადვილი, თუმცა მოვახერხე, რომ ყველა მონაწილე აქტიურად ყოფილიყო ჩართული პროცესში.

აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ მონაწილეებმა შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღეს, რაც მათ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„ჩვენს ასაკში საჭიროა ამ თემებზე საუბარი,“ „არაფორმალური განათლება გვაძლევს იმას, რასაც სკოლაში ვერ ვიღებთ,“ „მე აუცილებლად გავუზიარებ ამ ცოდნას ყველას“ - ეს ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირია.

მაისის პირველ ნახევარში ჩატარდა 5 ონლაინ ტრენინგი წალენჯიხის, ჩოხატაურის, ბაღდათის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზებზე, ტოლერანტობის და ბულინგის თემებზე.

ჯგუფებს მოსწონთ ეს ფორმატი, მოტივირებული და აქტიურები არიან,  ერთვებიან დისკუსიებში. აღსანიშნავია მათი გულწრფელობა.უკვე გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც მზად არიან, თანატოლებთან ჩაატარონ საინფორმაციო შეხვედრები და გაუზიარონ მიღებული ცოდნა. ტრენინგზე წარმოდგენილი სამი მიმართულებიდან სასურველ თემას თვითონ ირჩევენ და, რაც მთავარია, სერიოზულად, პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს.

ვორკშოპი მობილიზატორებისთვის

  • პარასკევი, 07 მაისი 2021
  • 1446 ჯერ

ფონდ „სოხუმს“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქვს თერჯოლის, ვანის, ტყიბულის, ბაღდათის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ქობულეთის, ზუგდიდის, სენაკის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მობილიზატორთა განახლებული შემადგენლობისთვის ორდღიანი ვორკშოპი გაიმართა. ყველა განხილული თემა ერთნაირად საჭირო და აქტუალური იყო: სამიზნე ჯგუფების შერჩევა, აუდიტორიასთან მუშაობა, პრობლემების იდენტიფიცირება, მსხვერპლის ანკეტის შევსება და შესაბამისი რეაგირება, ადვოკატირების კამპანიის ჩატარება, მსხვერპლთა მხარდაჭერის სამართლებრივი მექანიზმები, თვითმმართველობებთან მუშაობა, მუნიციპალური პროგრამები და სახელმწიფო სერვისები ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით, ინფორმირება, თვითპრეზენტაცია, ფასილიტაცია და მოდერაცია.

„მობილიზატორის მუშაობა რთული მომეჩვენა, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა, უკვე ვიცი, როგორ ვიარო ნაბიჯ-ნაბიჯ. ვორკშოპმა დამანახა პროცესის თანმიმდევრობა,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მობილიზატორმა ვორკშოპის ბოლოს.

„საქართველოს სასოფლო დარბაზი“ სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაცია და პროექტის აქტიური პარტნიორია ლანჩხუთში - ქვეგრანტების კომპონენტის ფარგლებში განახორციელა მცირე პროექტი „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის“.

მონიტორინგის დროც დადგა: იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლები გაეცნენ პროექტის მიმდინარეობას და დაესწრენ ერთ-ერთი შეხვედრას, რომელიც საქართველოს სასოფლო დარბაზმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ჩაატარა.

პროექტის ხელმძღვანელმა ამირან გიგინეიშვილმა წარმოადგინა ვებაპლიკაციის ვერსია, რომელიც მან შეიმუშავა ASP.NET  C++ პროგრამულ ენაზე  MS SQL სერვერის გამოყენებით.   განხილულ იქნა მოქალაქის მიერ წერილის გაგაზავნის და პასუხის მიღების, საჯარო ინფორმაციიის მოპოვების ალგორითმი. შეხვედრის მონაწილეებმა სატესტო რეჟიმში დამოუკიდებლად გაგზავნეს ელექტრონული კორესპონდენცია და იმუშავეს სხვა  ველებში.

„ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“  პარტნიორი ორგანიზაციაა პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ ორგანიზაციაში განახორციელა  ქვეგრანტით  „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება თანამონაწილეობითი პრინციპების გამოყენებით“ გათვალისწინებული  ღონისძიების   მონიტორინგი.

ორგანიზაციის ხელმღვანელმა დავით გოგიჩაიშვილმა ისაუბრა ანტიკორუფციული სტრატეგიის   შემუშავების ეტაპებზე, კერძოდ, მოსამზადებელი პერიოდით გათვალისწინებული აქტივობებისა და მონაწილე პირთა შერჩევის შესახებ.   

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარა პარტნიორ ორგანიზაციებთან  ოზურგეთში: „განათლებისა და თანასწორობის ცენტრი“ და  „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები, ისაუბრეს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ქვეგრანტით დაფინანსებული ახალი პროექტების სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების და მათი მონიტორინგის, ასევე - მოქალაქეთა  ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ჩატარების შესახებ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

ოზურგეთში მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის განხორციელების საზოგადოებრივი მონიტორინგების შედეგები“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, პედაგოგები, დაინტერესებული პირები.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ წარმომადგენელმა ისაუბრა საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

გურიის რეგიონში პარტნიორი ორგანიზაციების „განათლებისა და თანასწორობის ცენტრის“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებმა შეკრებილებს  გააცნეს მათ მიერ ჩატარებული მესამე მონიტორინგის შედეგები და აღნიშნეს  მონიტორინგების შედეგად გამოვლენილი დადებითი ტენდენციები და ახალი გამოწვევები.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები