გაკვეთილზე საათები ისე ილევა, ვერც ვგრძნობთ..

ფიქრი და ფანტაზია სულ სხვა სამყაროში გვამოგზაურებს

ფერად თიხას თითებს ვაჩვევთ და თან ჩვენი აზრების წაკითხვას ვასწავლით.

მასწავლებელი გვეუბნება, რომ თიხამ უნდა შეგვიყვაროს...

ასე ამბობენ დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარი ქალები, რომლებიც მასწავლებელ მაკა ჯიშკარიანთან ერთად დიდი ინტერესით სწავლობენ პოლიმერულ თიხაზე მუშაობას. მეცადინეობებზე საუბრობენ არა მხოლოდ ფერების შეზავებაზე, საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე, არამედ - ხელოვნების თერაპიაზე, რაც პრობლემების დაძლევაში ეხმარებათ.

ყოველი გაკვეთილი საინტერესოა, ერთმანეთთან ურთიერთობაც სახალისოა. სასიამოვნოა ისიც, რომ ბევრს სწავლობენ, ამზადებენ ახალ-ახალ ნაკეთობებს - თითოეულს უკვე ბევრი ნამუშევარი დაუგროვდა. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფის ინიციატივა აიტაცა ვანის მუნიციპალიტეტმაც, სადაც ძალადობის საკითხებზე დროული რეაგირების მიზნით მერიაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელსაც მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე უხელმძღვანელებს. კომისია 13 წევრისგან შედგება და მის შემადგენლობაში შედიან მერიის შესაბამისი სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საბავშვო ბაღების გაერთიანების, შსს, არასამთავრობო სექტორის და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები.  

კომისია ითანამშრომლებს ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, რაც პრობლემის კუთხით აქტიურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დევნილთა/ლტილვილთა საერთაშორისო დღე ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ სოხუმური ყავის არომატით აღნიშნა, ქუთაისის ბულვარში - უკვე მესამედ.

სტუმრებმა ქვიშაზე მოდუღებულ ყავასთან ერთად, დააგემოვნეს ორცხობილები აფხაზეთის თემატიკის მოხატული მინანქრით.

ორგანიზაციის თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ, განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, მადლობის სერტიფიკატები გადასცა: კახა ენუქიძეს (ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი), ნოდარ გიორგიძეს (ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე), შალვა კირთაძეს (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი), ქეთევან ცხაკაიას (იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ხელმძღვანელი), ლადო ჯურხაძეს (ხონის მუნიციპალიტეტის მერი), ალუ გამახარიას (ასოციაცია „საქმიანი და მშვიდობიანი კავკასიას“ დამფუძნებელი), ფაქიზო ფანჩულიძეს (წყალტუბოს 1-ლი საჯარო სკოლის  დირექტორი), მაია ნუცუბიძე-ქობულიას (წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი), ელისო ფანცხავას (ასოცირებული პროფესორი, მთარგმნელი).

Brot für die Welt ის ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელმაც როგორც საიმედო პარტნიორმა და დონორმა,  ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობაში ბევრი მიმართულება განსაზღვრა და წარმატებით განამტკიცა. მათ შორის: ძალადობის პრევენცია, მონიტორინგი და ადვოკატირება, ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრები, ფორუმ-თეატრი/ჩრდილების თეატრი/თოჯინების თეატრი, სარეაბილიტაციო ცენტრები, უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა.

Brot für die Welt-ის წარმომადგენლებმა კიმ კვიბუკამ და ლილიან კურცმა მოისმინეს მიმდინარე ანგარიში, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის სათავო ოფისის და თბილისის წარმომადგენლობის გუნდებმა საინტერესო პრეზენტაციებით წარმოადგინეს.

„მადლობა, რომ თქვენი მრავალმხრივი მუშაობა დაგვანახეთ. ძალიან შთამბეჭდავია, რასაც აკეთებთ და რისკენაც მიისწრაფვით. დარწმუნებული ვარ, დიდი შედეგებიც გექნებათ!“ - აღნიშნა შეხვედრის ბოლოს კიმ კვიბუკამ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ძველი პრობლემების ადვოკატირების პარალელურად ახალი პრობლემების იდენტიფიცირებასაც ახდენს. ჯგუფის წევრებმა  რამდენიმე პრობლემას შორის ყველაზე აქტუალური შეარჩიეს: ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაბზარულია ღია აივანი და სახიფათო სიტუაციას ქმნის. საკითხზე უკვე დაიწყო მოკვლევა. შეგროვდა ფოტო და ვიდეომასალები, გროვდება ხელმოწერები. პრობლემაზე მუშაობა ადვოკატირების გეგმის მიხედვით გაგრძელდება: შეგროვებული ფოტომასალებით და ხელმოწერებით ჯგუფის წევრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

10 ჯგუფი - 10 მუნიციპალიტეტში

უკვე შეიქმნა ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები 10 მუნიციპალიტეტში. მაისში ჩამოყალიბდა ჯგუფები თერჯოლაში, სენაკში, ჩოხატაურში, სამტრედიაში, ტყიბულში, ვანსა და ქობულეთში. ივნისში კიდევ დაემატა სამი მუნიციპალიტეტი: ბაღდათი, წალენჯიხა და ზუგდიდი. ჯგუფებმა უნდა გაავრცელონ ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რაც არსებობს ძალადობის მსხვერპლთათვის ეროვნულ თუ მუნიციპალურ დონეზე. ისინი თავიანთი პრობლემების ადვოკატირებას შეეცდებიან ქალთა ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. მათი თქმით, თავიდანვე ჩანს, რომ ჯგუფი კარგ საქმეებს გააკეთებს ქალებისთვის.

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა გაძლიერება და მხარდაჭერა, ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება, თემებში არსებული სხვადასხვა პრობლემის ადვოკატირება - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობას განსაზღვრავს.

ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში აქცია ჩატარდა - ქალების ჯგუფს უფასოდ გაუკეთდა სისხლის ანალიზი; სამტრედიაში სოციალურად დაუცველ ქალს, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დაეხმარნენ; მობილიზატორის დახმარებით, ქობულეთში ძალადობის მსხვერპლი ქალი მუნიციპალურ პროგრამაში ჩაერთო და მდგომარეობა გაიუმჯობესა. ბაღდათსა და წალენჯიხაში ქალებს ეკონომიკური გაძლიერების პერსპექტივები შეექმნათ, რადგან ინფორმირების შემდეგ  ეკონომიკურ  პროგრამებში ჩაერთნენ.

ასეთი შედეგები  გაჩნდა  ივნისის ანგარიშში ხურჩა/ზუგდიდის, სამტრედიის, წალენჯიხის, ქობულეთის და ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კვლევიდან აქტუალური პრობლემები შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შედგენაზეც იმუშავეს .

ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების კონკრეტული აქტივობები და პასუხისმგებელი პირებიც განსაზღვრეს.

ახალგაზრდული კლუბის წევრები მინი პროექტის ფარგლებში აქტიურად მუშაობენ.

ფორუმ თეატრის  მეთოდის საშუალებით მაყურებელს   ძალადობის შესახებ უყვებიან.

შეხვედრაზე მონაწლეებმა გადმოსცეს ემოციები, რომლებიც მათ სცენების ჩვენებისას და უკუკავშირის დროს  მიიღეს.

ქობულეთის მერიაში, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიცირებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და ბავშვთა უფლებების განყოფილებასთან თანამშრომლობით გაიმართა ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა. თემა - „ადგილობრივი თანამშრომლობა  ბავშვზე/ოჯახებზე ორიენტირებული  ფსიქო-სოციალური გარემოსთვის“.

შეხვედრაზე საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს ქობულეთის ბავშვთა უფლებების დაცვის  და მხარდაჭერის  განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების გააცნეს. დიალოგი შედგა ბავშვზე/ოჯახებზე ორიენტირებულ სერვისებზე, გამოწვევებზე, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში  საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განხილული იყო კონკრეტული ქეისები, რომლებიც სასწრაფო წესით მართვას საჭიროებს. მოხდა შეთანხმება, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლას სისტემატიური ხასიათი მიეცეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები