წალენჯიხის ურთიერთდახმარების ჯგუფს აქვს იდენტიფიცირებული პრობლემები, აპირებს მათ გადაჭრას და ამისთვის უკვე დაიწყო კომუნიკაცია სოციალურ სააგენტოსთან.
ზუგდიდის ურთიერთდახმარების ჯგუფი სოფელ კოკში იკრიბება და ჯგუფში, ძირითადად, ამ სოფლის ქალები არიან გაერთიანებულები. სექტემბრიდან ჯგუფს სხვადასხვა სოფლიდან შემოუერთდებიან მოწყვლადი ჯგუფები. შეხვედრებს დაესწრება თვითმმართველობის წარმომადგენელი - ეს გააადვილებს სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას და ადვოკატირების პროცესს.
აგვისტოში შეხვედრები წალენჯიხის და ზუგდიდის ჯგუფებთან ონლაინ გაიმართა. ზუგდიდის ჯგუფთან შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგიც მონაწილეობდა.
სექტემბრიდან ორივე ჯგუფში მეტი აქტიურობაა მოსალოდნელი, რაც პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას გულისხმობს.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებისთვის.
ამ ეტაპზე ჯგუფი მუშაობს აფხაზეთის ქუჩის დასახლებაში მომრავლებული მიუსაფარი ძაღლების საკითხზე. ადგილობრივი თვითმმართველობისგან მიღებულ პასუხზე დაყრდნობით მიმდინარეობს პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ხშირად ხდება დასახლების მიმდინარე ტერიტორიის გასუფთავება სარეველა ბალახებისგან. აგვისტოში ასევე გასუფთავდა საკანალიზაციო ჭები, შეიწამლა მიმდებარე ტერიტორია, კორპუსები და სარდაფები.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი ვანის, ქობულეთის და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს სტუმრობდა. შეხვედრის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდა სხვადასხვა კატეგორიის ქალები. სამი შეხვედრა ჩატარდა ჯგუფური ფორმატით თემაზე „აგრესია და ოჯახური ძალადობა“. შეკრებილებმა ისაუბრეს ოჯახში აგრესიის გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე. ასევე იმაზე, რა განაპირობებს აგრესიის შემცირებას.
ორ შეხვედრას ინდივიდუალური ხასიათი ჰქონდა და ეხებოდა შიშებს და ფობიებს. მონაწილეებს მიეცა რეკომენდაციები, როგორ დაძლიონ შიშები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წლის შეჯამებასა და სამომავლო გეგმების დასახვასთან ერთად ადვოკატირების საკითხზეც იმსჯელეს.ადვოკატირების გეგმის მიხედვით უკვე გაწერილია სექტემბრის თვის ღონისძიებებიც.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფს ზაფხულშიც არ შეუწყვეტია ადვოკატირების პროცესი. იდენტიფიცირებულ პრობლემებზე მომზადდა წერილები ქუთაისის მერის და ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის სახელზე.
აგვისტოს მორიგ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს დაგეგმილ აქტივობებზე, რომლებიც სექტემბერში უნდა შეასრულონ. ჯგუფი ასევე აქტიურად მუშაობს იმ პრობლემების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც დევნილთა თემში წარმოიქმნება და შემდგომ გეგმებში ამ პრობლემების დაფიქსირებაც ხდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ბაღების გაერთიანების ხელძღვანელობა, ადმინისტრაცია, ქალაქის ბაღების მენეჯერები, აღმზრდელები, ფსიქოლოგები, მეთოდისტები, გენდერული საბჭოს წევრები და მერიის წარმომადგენლები - 25 მონაწილე ესწრებოდა საინფორმაციო შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში.
მონაწილეები გაეცნენ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ https://wave-network. org/wp.../uploads/Toolkit-Georgian.pdf.
ეს სახელმძღვანელო ქალთა ევროპულმა ქსელმა WAVE-მა მოამზადა და მასში წარმოდგენილია ქალთა ორგანიზაციების მუშაობის წარმატებული პრაქტიკები. ამ პრაქტიკებს შორის ერთ-ერთია ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებული მუშაობის შედეგები.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
ქუთაისის ახალგაზრდულმა კლუბმა მორიგი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გამართა.
კლუბის ლიდერმა, მონაწილეებს წარუდგინა 2 პრეზენტაცია თემაზე "12 აგვისტო - ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე" . მონაწილეებმა გაიგეს, როდის და რატომ დაწესდა ახალგაზრდობის დღე, ასევე გაეცნენ ინფორმაციას მსოფლიოში წარმატებული ახალგაზრდების შესახებ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი წლიური მუშაობა შეაფასეს, ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზეც.
ხონის ქალთა სიანიციატივო ჯგუფის ადვოკატირებული პრობლემა ეხებოდა იმ შენობებს, სადაც ჯერ კიდევ არ არის გამოცვლილი საწვიმარი ღარები. უკვე მოხდა მათი გაწმენდა და პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრა.
აქტიურად გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან. დასახლების მცხოვრებლები ეცნობიან ინფორმაციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ბიუჯეტში არსებობდეს პროგრამა, რომლის ფარგლებში ბინათმესაკუთრეობის ამხანაგობები ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად თანამონაწილეობით განახორციელებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. პეტიციის დარეგისტრირებით შესაძლებელი იქნება ცვლილების ინიცირება ადგილობრივ ბიუჯეტში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფის ორგანიზებით, თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თემის წარმომადგენელი ქალები. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“ შედეგებზე.
აქცენტები გაკეთდა დოკუმენტში ასახულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობების, სკოლების და ბაღების გაერთიანების მუშაობას გააუმჯობესებს ძალადობის პრევენციისთვის.
მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების პროგრამის შესახებ, თუ რა სერვისებით შეუძლიათ სარგებლობის მიღება ბენეფიციარებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)