სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორის, მზია ბიგვავას ინიციატივით ჩატარდა ორი ტრენინგი თემაზე „პოზიტიური მშობლობა“.

ტრენინგი ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ 10 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის - „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“ - შედეგად გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით დაიგეგმა და მარტოხელა, ძალადობის მსხვერპლი და მრავალშვილიანი მშობლების აუდიტორია მოიცვა.

პოზიტიური მშობლობა ისეთი ქცევაა, როცა მშობელი შვილის მიმართ უპირობო სიყვარულს, ზრუნვას, მხარდაჭერას და პატივისცემას გამოხატავს.

როგორ უნდა განაწილდეს ოჯახის საჭიროებებზე თანხა ყველას ინტერესის გათვალისწინებით და ბავშვზე ძალადობის ან მისი უგულებელყოფის გარეშე - ამ და კიდევ ბევრ საჭირო თემაზე მიიღეს ინფორმაცია ტრენინგზე, რომელიც ქალთა ფონდ „სოხუმის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იყო, როგორც სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებთან უწყვეტი და განგრძობითი კავშირი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საპროექტო აქტივობების ეფექტიანობის და მიღწევების შეფასებისთვის  მონიტორინგის ჯგუფი აქტიურად ატარებს შიდა მონიტორინგს. ასევე მოხდება მიღებული გაკვეთილების იდენტიფიცირება, დასკვნების გამოტანა და შემუშავდება რეკომენდაციები საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

ონლიან ანკეტირებამ 10 სამიზნე მუნციპალიტეტში მოიცვა პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები. თვისებრივი ინფორმაციის მიღების მიზნით კი ჩატარდა 6 ჩაღმავებული ინტერვიუ და 4 ფოკუს-ჯგუფი, იყვნენ სამიზნე ქალაქების ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლების მონაწილეობით. 

მონიტორინგში ჩართულმა მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ვებგვერდის https://sosfsokhumi.ge/ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს სერიოზული საინფორმაციო ბაზაა ოჯახში ძალადობის კუთხით და პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული მისი პოპულარიზაციის მასშტაბების გაზრდა.

პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის

მხარდაჭერით (კანადა)

ფორუმ-თეატრი აქტიურად არის ჩართული ახალი წარმოდგენების სარეპეტიციო პროცესში. თებერვალში გამოსვლები გაიმართა ქუთაისში, ხონსა და სენაკში. სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით და აღფრთოვანებით ნახეს ყველა სცენა. იყო აქტიური ჩართულობა და დისკუსიები.

გრძელდება მუშაობა ფორუმ-თეატრის ახალ წარმოდგენებზე, ასევე მოხალისე მსახიობთა გუნდთან. დაიგეგმა ახალი ვიზიტები დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ მონაწილეობა მიიღო უკრაინის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ 2023 წლის ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 67-ე სესიის მოსამზადებელ კონსულტაციაში თემაზე: „ინოვაცია, ტექნოლოგიური ცვლილებები და განათლება ციფრულ ეპოქაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ქალებისა და გოგოების გასაძლიერებლად“.

კონსულტაციებში მონაწილეობდნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ომის გენდერულ შედეგებს ქალებსა და გოგონებზე, როგორც უკრაინის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ასევე მათ წამყვან როლს ცვლილებების განხორციელების პროცესში.

პანელური დისკუსიების დროს განხილულ იქნა, თუ რა როლს ასრულებენ ტექნოლოგიები და ციფრული გადაწყვეტილებები ომით დაზარალებული ქალების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებაში მთელს რეგიონში და რამდენად შეუძლია ტექნოლოგიებს და ციფრულ ეკონომიკას გენდერულად ორიენტირებული აღდგენის და განვითარების ხელშეწყობა და არსებული გენდერული ციფრული ხარვეზების შემცირება.

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მიგრაციის საკითხებზე შეხვედრა  გაიმართა. მონაწილეებმა გაიგეს, რას გულისხმობს ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა, რა რისკები ახლავს უკანონო მიგრაციას და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ აღმოვჩნდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.

მონაწილეებმა შეხვედრა შეაფასეს,როგორც საჭირო და აუცილებელი.

იმავე დღეს,21 თებერვალს  შეხვედრა წყალტუბოს ახალგაზრდულ ჯგუფებთანაც  გაიმართა. მონაწილეებმა    პროფესიული ორიენტაციის საკითხზე ინფორმაცია მოისმინეს. ახალგაზრდებმა დიალოგი დადებითად შეაფასეს.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

დნიპრო ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომელმაც რუსეთის აგრესია იწვნია. 14 იანვარს 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. 75 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დნიპრო ქუთაისის დამეგობრებული ქალაქია. ამიტომაც შეიქმნა ჯგუფი „ქუთაისი დნიპროსთვის“. პირველ ონლაინ კომუნიკაციას დნიპროსთან უკრაინულ მხარეს წარმოადგენდა საქველმოქმედო ფონდის „TAPS Ukraina“-ს დირექტორი იულია დმიტროვა, რომელიც მჭიდრო კოორდინაციაშია ქალაქის მერიის სტრუქტურებთან. შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ აღმასრულებელი დირექტორი თეა თორინავა.

ჩვენი ორგანიზაცია, რომელიც სერიოზულ დახმარებას უწევს უკრაინიდან ლტოლვილებს, ამ ფართომასშტაბიან კამპანიაშიც აქტიურად ჩაერთო: ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ ინფორმაციას კამპანიის, ანგარიშების ნომრების შესახებ და რიცხავენ თანხას უკრაინელების დასახმარებლად. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი დევნილთა სოციალური პროფილის გაუმჯობესებაზე ზრუნავს - კერძოდ, მოხდა რამდენიმე პრობლემის ადვოკატირება და მოგვარდა კიდეც თვითმმართველობის ჩართულობით.

ქალთა საინიციატივო ჯგუფი ასევე აქტიურად მუშაობს იმ პრობლემების ადვოკატირებაზე, რომლებიც ჯერაც მოსაგვარებელია.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ძალადობის ქეისების სწორი მართვა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მნიშვნელოვანი მისიაა, რადგან ბენეფიციარებთან ნდობა იზრდება და ხელს უწყობს მომართვიანობის გაზრდას.

სენაკის, თერჯოლის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იდენტიფიცირებული ქეისების ეფექტიანი მართვის მიზნით, უკვე მოხდა მათი ანალიზი და შეფასება. ორი ბენეფიციარი გადამისამართდა სარეაბილიტაციო ცენტრში და ფსიქორეაბილიტაციის კურსს გადის, ხოლო დანარჩენებთან ფსიქოლოგი ინდივიდუალურად განაგრძობს მუშაობას. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები